saWmeli sokoebi - cxvario
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомикота |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Шампиньоновые |
Род: | Шампиньон |
Вид: | Шампиньон августовский |
Международное научное название: | Agaricus augustus |
ცხვარიო - (ინგ. Agaricus augustus) (რუს. Шампиньон августовский)
სინონიმი: მეჭეჭებიანი ქამა.
მეჭეჭებიანი ქამა (ლათ. Agaricus augustus), იგივე შამპინიონი augustus უმეტესად ცნობილია როგორც პრინცი.
ტაქსონომია
ჰეინემანის (1978) აგარიუსების ცნობილი კლასიფიკაციის მიხედვით augustus მიეკუთვნება Arvenses-ების ჯგუფს. ხოლო ვასერის (2002) სისტემის მიხედვით augustus მოცემულია Flavoagaricus-ების ქვეგვარში, Majores-ების დანაყოფში, Flavescente-სების ქვედანაყოფში. augustus-ის ლათინური შესატყვისი ითარგმნება როგორც კეთილშობილი.
აღწერილობა
Agaricus augustus-ის ნაყოფი არის დიდი და გამორჩეული. სოკოს თავი არის ჰემისფეროსებრი ეგრეთ წოდებული აყვავებისას. შემდეგ ფართოვდება, ხდება ამოზნექილი და საბოლოოდ ბრტყელდება 22 სმ დიამეტრამდე. მისი დისკოს კანი არის მოთეთრო-მოყვითალო, მშრალი და მჭიდროდ დაფარული ყავისფერი ლაქებით. განსაკუთრებით ცენტრში.
მისი ნაყოფი არის თეთრი, სქელი, მტკიცე, და შეიძლება იყოს ყვითლად დალაქავებული.
ლაყუჩები აქვს ხშირი და უფერული, რომელიც დამწიფებასთან ერთად ჯერ მოვარდისფრო შეფერილობას იღებს, ხოლო შემდეგ მუქი ყავისფერი ხდება. ლაყუჩები არ ეხება სოკოს ტანს. მისი ტანი იზრდება 20 სმ სიმაღლემდე და არის დაახლოებით 4 სმ სისქის. ზრდასრულ ნიმუშს ტანზე, ქუდის ქვედა ნაწილში აქვს წრიულად გარშემორტყმული თეთრი, რბილი ფირფიტა, რომლის ზევით სოკოს ტანი არის უფრო რბილი და მოთეთრო-მოყვითალო შეფერილობის. ხოლო ქვევით ტანზე მრავლადა აქვს პატარა ხორკლები. ღეროს ძირი მყარად ესობა ნიადაგში. აქვს ნუშისმაგვარი მძაფრი სუნი. რომელიც მიუთითებს მასში ბენზალდეჰიდი და ბენზილის სპირტის არსებობაზე. არ აქვს გამოხატული გემო. მიკროსკოპით დაკვირვებით მის დისკოზე კარგად ჩანს მასზე არსებული ყავისფერი სპორები. Agaricus augustus-ის სახეობები გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.
ქიმიურიცდები
შამპინიონი შეფერილობის ტესტზე წითელ დადებით რეაქციას აფიქსირებს. მისი ქუდის დისკო იღებს ყვითელ შეფერილობას მასზე სულ რაღაც 10% კალიუმის ჰიდროქსიდერაპიის დამატებით.
მახასიათებლები
Agaricus augustus ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. ეს სოკო ხარობს როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ტყეებში. ასევე ბაღებსა და გზების განაპირას. არის საპროტროფული. იკვებება მკვდარი ან გახრწნილი ორგანული ნივთიერებებით. ის ასევე ადაპტირებულია ისეთ გარემოში, სადაც ადამიანი ცხოვრობს, რადგან წარმოიქმნება ასევე დაბინძურებული მიწაზე. ევროპაში A. Augustus ხარობს ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე.
საკვებად ვარგისიანობა
სოკოს ეს სახეობა სავებად ვარგისია. მას აგროვებენ ევრაზიის კონტინენტზე, შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკის ნაწილში. როგორც ერთერთი შვეიცარიული კვლევა აღნიშნავს, შამპინიონი augustus გამოიყენება მეტალის კადმიუმის ბიოაკუმულაციისთვის, რომლის რაოდენობა შეადგენს კილოგრამზე 2.44 მგ სუფთა წონას. იგივე თვისებით ხასიათდება საკვებად ვარგისი შამპინიონის ყველა სახეობა. კერძოდ შამპინიონ arvensis, შამპინიონ macrosporu და შამპინიონ silvicola.
თუმცა კოეფიციენტები შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს სახეობების მიხედვით, თუ სოკოს რომელი ნაწილი იქნა გამოყენებული საანალოზოდ, როგორია იმ გარემოს დაბინძურების დონე, სადაც სოკო იქნა მოპოვებული. რადგან მეტალურგიული ქარხნების სიახლოვეს და ურბანულ დასახლებებში აღებულ სოკოს ნიმუშებში გაცილებით მეტია კადმიუმის შემცველობა. ჰიმენიუმი ანუ სპორების წარმომშობი შრე შეიცავს მეტალის ყველაზე მაღალ კონცენტრაციას სოკოს ქუდის ჩათვლით. ხოლო სოკოს ღეროს ქვედა ნაწილში კი ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე დადის.